20:53 | 2020-03-13 ავტორი: თეონა აბესაძე

ვინ არის იტალიელი კაცი, რომელმაც ბოქსირებული განყოფილების მედპერსონალს პიცები მიუტანა

ეს ადამიანი იტალიელი არმანდო ვოდოა, რომელსაც ქართველი მეუღლე სალომე თუთიძე ჰყავს. არმანდოს და სალომეს საოჯახო პიცერია PizzaLandia აქვთ. მათ ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების სამედიცინო პერსონალისთვის პიცების მიტანის ნებართვა ითხოვეს.

 

კლინიკასთან არმანდო მოვიდა და ქართულ-იტალიურ-ინგლისურად ბოქსების სამედიცინო პერსონალს პროფესიონალიზმისა და პაციენტებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს პიცები გაუგზავნეს
2020-03-12ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს პიცები გაუგზავნეს

„დღეს ჩემი სამშობლო იტალია და იტალიელები განსაცდელში არიან. მე 3 წელია საქართველოში ვცხოვრობ. მეუღლე ქართველი მყავს. განვიცდი იქაურ და აქაურ ამბებს კორონავირუსთან დაკავშირებით. თავი ვალდებულად ჩავთვალე როგორც შევძლებდი ისე გამომეცხადებინა სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველი მედიკოსებისთვის. მათი საქმე და შემართება გმირობის ტოლფასია. მადლობა ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელობას, ექიმებს, ექთნებს, სანიტრებსა და სხვა დანარჩენ პერსონალს“, – აღნიშნა არმანდო ვოდომ.

 

„P.S. ნებისმიერი სახის ყურადღება სასიამოვნოა“ – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების პერსონალის სახელით მადლობას უხდის „PizzaLandia“-ს „იტალიური გემოსთვის“.

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X