fbpx
09:58 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

ვინ არის გურჯაანში დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა

ვინ არის გურჯაანში დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ ახაშენში მცხოვრები, 30 წლის შოთა მაზმიშვილია, ხოლო დაჭრილი, ჩუმლაყის მკვიდრი, 29 წლის ანზორ მოსესოვი.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევის მიზეზი, ურთიერთშელაპარაკება, გახდა, რომელიც ფიზიკურ შეხლა- შემოხლასა და ბოლოს, სროლაში გადაიზარდა.

 

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
2020-06-28გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. გადაუდებელი ოპერაცია, დაჭრილს, წუხელვე ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

 

შემთხვევის ადგილას, ექსპერტ- კრიმინალისტები, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X