22:09 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ვინ არის გოგო, რომელმაც ახალშობილი ნაგავში გადააგდო

ვინ არის გოგო, რომელმაც ახალშობილი ნაგავში გადააგდო

გლდანში, ახალგაზრდა გოგომ სახლში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი ნაგავში გადააგდო. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გოგო არასრულწლოვანია და ის ორსულობის ფაქტს მალავდა.

 

„პრაიმტაიმს“ შსსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

„პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ახალშობილის ცხედარი დილით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს, რომლებმაც ადგილზე პატრული გამოიძახეს.

 

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები