23:30 | 2021-01-19 ავტორი: Prime Time

ვინ არის გოგო, რომელიც ბაჩალიაშვილის დედას არწმუნებდა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს

ვინ არის გოგო, რომელიც ბაჩალიაშვილის დედას არწმუნებდა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიეას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.

 

ვინ არიან ფოთელი ძმები - „ბონჩო“ და „როკო“, რომელთა სახელი სასტიკ მკვლელობაში ფიგურირებს
2021-01-19ვინ არიან ფოთელი ძმები - „ბონჩო“ და „როკო“, რომელთა სახელი სასტიკ მკვლელობაში ფიგურირებს

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!