19:10 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

ვინ არის  ე.წ. კანონიერი ქურდი „მუსუსა“ და რა კავშირი აქვს ნამახვანის პროცესებთან?

ვინ არის  ე.წ. კანონიერი ქურდი „მუსუსა“ და რა კავშირი აქვს ნამახვანის პროცესებთან?

„კანონიერი ქურდი“ რომან ლომთაძე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და კრიმინალური „კარიერის“ განმავლობაში არაერთხელ არის ნასამართლევი.

 

59 წლის ლომთაძეს ქურდულ სამყაროში „მუსუსას“ მეტსახელით იცნობენ. ის ე.წ. კანონიერ ქურდად ჯერ კიდევ 1991 წელს, 29 წლის ასაკში „აკურთხეს“.

 

ცაგერში, ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ „კანონიერი ქურდი“ და მისი ძმა, რაულ ლომთაძე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგები არიან.

 

„ბოლო დღეებში  რაული, „მუსუსას“ ძმა  პირადად არის ჩართული ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მისივე თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდი გახლავთ რომან ლომთაძის ცოლის ძმა ირაკლი ხოხაშვილიც (ქუთაისკი).

ავტორი: Prime Time


X