18:11 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

ვინ არის დოდო გუგეშაშვილის საქმეზე დაკავებული მამაკაცი

ვინ არის დოდო გუგეშაშვილის საქმეზე დაკავებული მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა. საქმე ორი წლის შემდეგ გახსნილად გამოცხადდა.

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაკავებულია ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 45 წლის ზაზა მურჯიკნელი. ის წარსულში, კერძოდ 2009 წელს ასევე მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

 

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X