16:32 | 2020-05-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არის დაკავებული, რომელიც ჯავახეთის ავტონომიას მოითხოვდა

ვინ არის დაკავებული, რომელიც ჯავახეთის ავტონომიას მოითხოვდა

სომხეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია  „ჯავახკის“ ხელმძღვანელი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, უფლებადამცველი რუბენ მელიქიანი ავრცელებს:

 

 

„რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური სასამართლოს შენობასთან პოლიციამ კვლავ დააკავა ვაჰაგნ ჩახალიანი (ალბათ, კვლავ ადმინისტრაციული დაპატიმრებით), 24 საათში მესამედ“ – წერს უფლებათადამცველი.

 

 

 

 

ზუსტი ინფორმაცია, თუ რასთან არის დაკავშირებული ვაჰაგნ ჩახალიანის დაპატიმრება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო JAM NEWS წერს, მისი მხარდამჭერი აქტივისტები მომხდარს რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ, სადაც ინციდენტი მოხდა.

 

ისინი ევროპის საბჭოს „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ხასიათის ძალადობისგან დაცვის“ კონვენციაზე ხელმოწერის საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადადებას ითხოვდნენ.

 

შეგახსენებთ, ჩახალიანი საქართველოში 2008 წელს, ჯავახეთში მასობრივი არეულობისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაიჭირეს. ის „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.

 

მას წინა ხელისუფლება „ერთიანი ჯავახეთის“ იდეის ფარგლებში ავტონომიის მოთხოვნაში ადანაშაულებდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X