21:56 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი

ვინ არის COVID-19-ით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი 79 წლის ქალბატონია, რომელიც მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა და თანხმლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

 

ამის შესახებ მცხეთის კლინიკის დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქალბატონი საავადმყოფოში 13 ივნისიდან მკურნალობდა და რამდენჯერმე გულის რიტმიც გაუჩერდა.

 

გარდაცვლილი 79 წლის ქალი ჩვენს კლინიკაში 13 ივნისიდან მკურნალობდა. შემოსვლის დღიდან იყო მძიმე, კრიტიკული პაციენტი. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, რითმის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა. დინამიკაში მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ პაციენტი გარდაიცვალა“,- ამბობს კლინიკის დირექტორი ლიკა მუმლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ით მე-17 პაციენტი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

 

ბოლო მონცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1155 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 929 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა
2020-07-29საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X