18:26 | 2021-09-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის ავარიის შედეგად გურიაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი

ვინ არის ავარიის შედეგად გურიაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი

ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოავარიას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის გელა მარგველიანი ემსხვერპლა.

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან წამოსული მიკროავტობუსი დაეჯახა.

 

მძღოლის თქმით, მოზარდმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო და მან დამუხრუჭება ვერ შეძლო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X