11:23 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომლის ცხედარიც რიონში აღმოაჩინეს – ტრაგედიის ახალი დეტალები

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომლის ცხედარიც რიონში აღმოაჩინეს – ტრაგედიის ახალი დეტალები

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა ორდღიან სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე რიონში იპოვეს, ირაკლი ჭოლაძეა.

 

„თვალებში უყურებდნენ მშობლები“ - ოჯახის ახლობლები 24 წლის ბიჭზე, რომელიც ტბაში გარდაცვლილი იპოვეს
2020-01-27„თვალებში უყურებდნენ მშობლები“ - ოჯახის ახლობლები 24 წლის ბიჭზე, რომელიც ტბაში გარდაცვლილი იპოვეს
  მამაკაცი 37 წლის იყო და ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ მამაკაცის გაუჩინარების და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დედას ამ დრომდე არ ჰქონდა. გარდაცვლილის დედა  საზღვარგარეთ იმყოფება.

 

„მთელი ოჯახი გაოგნებულია, არავინ არაფერი არ იცის, რა მოხდა. ვერსიებიც არავის აქვს. შოკშია მეუღლე. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და შვილის დაკარგვის შესახებაც არ იცოდა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“.

 

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 112 -ს 6 ივლისს დილის საათებში შეატყობინა. თუმცა, მანამდე წინაღამეს მამაკაცი სახლში არ ყოფილა.

 

სამაშველო სამძებრო ბრიგადამ მამაკაცის ცხედარი მდინარის გადაკეტვის შემდეგ იპოვა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X