09:35 | 2020-05-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლა

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლა

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვილი ბიჭი მინდია შავაძეა.

 

კლინიკა ,,ბაუში” განაცხადეს რომ გუშინ შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმა აღენიშნებოდა. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად 27 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები