15:41 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლა

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი ადგილობრივი, 28 წლის გიგა კაკაბაძეა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როცა მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

 

Video: 4 წლის წინ ავარიაში დაღუპული ბავშვის მამამ შური იძია (თურქეთი)
2020-05-18Video: 4 წლის წინ ავარიაში დაღუპული ბავშვის მამამ შური იძია (თურქეთი)

 

ერთ–ერთმა თვითმხილველმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები