19:36 | 2021-03-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის 27 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები და ბებია დახოცა – ის ცხელ კვალზე დააკავეს

ვინ არის 27 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები და ბებია დახოცა – ის ცხელ კვალზე დააკავეს

თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდარი სამი ადამიანის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, 27 წლის აკაკი აბრამიშვილია.

 

აბრამიშვილმა მშობლები, 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი, 61 წლის გურამ აბრამიშვილი და 86 წლის ბებია, პისტოლეტით დახოცა და მომხდარის შესახებ პოლიციას თავადვე შეატყობინა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, აკაკი აბარამიშვილი დღეს ქუჩაზე ველოსიპედით მოძრაობდა და მისთვის აღელვება არ შეუმჩნევიათ.

 

შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ↓

 

 

 

„დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თავადვე დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო,” – თქვა „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.

 

„ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ - „ქართული ოცნება“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს
2021-03-07„ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ - „ქართული ოცნება“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს

 

თავად აკაკი აბრამიშვილმა, თბილისის ერთ- ერთი სასწავლებელი დაასრულა და მუშაობდა კიდეც. თუმცა მოგვიანებით მან სამსახური მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბრამიშვილი უკვე დაკავებული, ხოლო პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X