14:49 | 2021-02-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ არის 25 წლის მაშველი, რომელიც დღეს ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა

ვინ არის 25 წლის მაშველი, რომელიც დღეს ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

 

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მეხანძრე – მაშველი თორნიკე კიპაროიძე, რომელიც ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

 

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

თორნიკემ სახანძრო-სამაშველო ძალებში 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა. მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

 

25 წლის მეხანძრე-მაშველი 2018 წელს დაქორწინდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!