14:31 | 2021-01-22 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცირკთან დახვრიტეს

ვინ არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცირკთან დახვრიტეს

რამდენიმე დღეში 29 წელი გახდება იმ 2 თებერვალიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სისხლიანი დღე. ამ დღეს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა მასობრივი მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან ქალაქის ცენტრისაკენ დაიძრა. მომიტინგეებს ცირკთან დახვდა სპეცრაზმის პიკეტი, რომელმაც მიმდებარე ბორცვებიდან დახვრიტა მიტინგის მონაწილეები..

 

მსვლელობის მონაწილეები იძულებული გახდნენ, გეზი შეეცვალათ და უკან – ვაგზლის მოედნისაკენ გაბრუნებულიყვნენ. აქ კი მეორე პიკეტი დაახვედრეს კინოსტუდიასთან და მსვლელობის მონაწილეების ნაწილი აქაც დახვრიტეს.

„წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!“ - ემოციური წერილი ბიოლოგიურ დედას
2021-09-13„წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!“ - ემოციური წერილი ბიოლოგიურ დედას

 

ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეები იძულებული გახდნენ, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გადაენაცვლათ, სადაც მარჯანიშვილის მოედანზე  კიდევ რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს. აქვე მოხდა მასობრივი დაპატიმრებები – მსვლელობის ათობით მონაწილე დააპატიმრეს, საპყრობილეებში სასტიკად სცემეს და აწამეს… რამდენიმე ა უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

 

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მას შემდეგაც, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. იყო სისხლიანი 3 იანვარი და 2 თებერვალი. სამხედრო საბჭოს სისასტიკის მიუხედავად, საპროტესტო მუხტი უფრო და უფრო იზრდებოდა.

 

ასევე ნახეთ: ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვის ემოციური კადრები

 

 

გივიკო რეხვიაშვილი კალათბურთელი იყო და ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტ­უტში სწავლობდა. 1989 წლის 9 აპრილს 19 წლის იყო, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე სამხედრო ტექნიკა შემოვიდა. გივიკო მათ შორის იყო, ვინც ტანკებს წინ გადაუდგნენ. ამის შემდეგ ის აქტიურად დადიოდა მიტინგებზე, იყო ზვიადის მხარდამჭერი და მთელი სულითა და გულით იყო ჩართული პროცესებში.

 

 

1992 წლის 2 თებერვალს დიდუბის მეტროსთან გამსახურდიას მომხრეების აქცია გაიმართა. გივიკო ძმასთან, ნუგზართან ერთად წავიდა. წინადღეს ჯაბა იოსელიანმა გამოაცხადა, – არავის დაგინდობთ,­ ყველას დაგხოცავთ, იქ ვინც მიხვალთო. იმხან­ად ზვიადი და მისი მთავ­რობის წევრები ბუნკერში­ იმყოფებოდნენ, ზვიადის მო­მ­ხრეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ. შეიარაღებულმა პირებმა მიტინგის მონაწილეებს ავტომატის ჯერი მიუშვეს. გივიკო ჯერ დაჭრილ მამაკაცს (გურამ დოლიძეს) მივარდნია დასახმარებლად. ხალხი მიმოფანტულა და გივიკოც რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად იმ მანქანებისკენ გაქცეულა, საიდანაც ისროდნენ – მათი შეჩერება უნდოდათ. სპეცრაზმელებმა კვლავ ცეცხლი გახსნეს. გივიკოს ტყვია მაჯასა და ფილტვში მოხვდა. სამი დღე იცოცხლა და მცოცავი ტყვიის შედეგად გარდაიცვალა. 

 

როგორც წლების წინ გივიკო რეხვიაშვილის დედა, ჟანა რეხვიაშვილი მიამბობდა, სიკვდილის წინ გივიკი საქართველოს ჰიმნს მღეროდა და მისი ბოლო სიტყვები იყო – დედა, ზვიადი რას ამბობსო?

 

შვილის სიკვდილმა მამას ჯანმრთელობა შეურყია და წლისთავზე ისიც გარდაიცვალა. ცოტა ხანში უმიზეზოდ ძმა, ნუგზარ რეხვიაშვილი დააპატიმრეს, რომელიც ციხეში გარდაიცვალა.

 

 

1992 წლის იანვარ-თებერვალში დაღუპულთა ოჯახები 2005 წელს აღიარეს რეპრესირებულებად.

 

წლების განმავლობაში ითხოვდნენ დაღუპულთა ოჯახები 3 იანვრის მიტინგის დახვრეტის საქმის გამოძიებას, მაგრამ საქმეები თაროზე იყო შემოდებული და 1992 წლის იანვარ-თებერვალში დაღუპულთა ოჯახები 2005 წელს აღიარეს რეპრესირებულებად.

 

ქალბატონმა ჟანამ 2012 წელს სასამართლოში განცხ­ადება შეიტანა და მოსამართლემ კომპე­ნსაციად 500 ლარი დაუდგინა. ამის გამო დანარჩენ რეპრ­ესირებულ ოჯახებს აღარ შეუტანიათ განცხადება.

 

2020 წლის აპრილში ქალბატონი ჟანა თავისი ოჯახის წევრებს შეუერთდა ცათა სასუფეველში. ქალბატონი ჟანას გარდაცვალებით კი ოჯახი მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა ისე, რომ ბიჭებს შთამომავლობაც არ დარჩენიათ.

 

 ნანა ჭანტურია, მიტინგის მონაწილე: 

– მეც მანდ ვიყავი იამგ ღეს, სასწაულებრივად გადავურჩი მაშინ სიკვდილს. პასუხი არავინ აგებინა დამნაშავეებს, პირიქით, აწინაურებენ და აჯილდოებდნენ პუტჩისტებსა და კაცის მკვლელებს. ვის უნდა მოეკითხოს ამ ბიჭის სიკვდილი, რომელიც სიხარულით საქართველოს დროშას აფრიალებდა იმ დღეს? მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, რომელიც ბატონი ზვიადის გვერდით, სხვებთან ერთად გამოვდიოდი ლექსებითა თუ გამამხნევებელი სიტყვებით… როგორც ახლანდელი სტუდენტები არიან უძლური, სამართლის და სიმართლის მოპოვებაში, ისე ვიყავით ჩვენც… ბევრჯერ ჩამიხედია სიკვდილისთვის თვალებში, მაგრამ მე ვინ ვიყავი? ფეხის მტვერი… სიგუა მე მომისმენდა? ან კიტოვანი? ან შევარდნაძე? თუმც იყო შეხვედრაზე მოთხოვნები, შევარდნაძე ბლოკავდა ყველას და ყველაფერს, რათა ზვიადის არ გაემარჯვა.

 

მე არაფერი დამსახურება არ მაქვს, ვარ მხოლოდ თვითმხილველი ყველა მიტინგის… არც ერთი პრეზიდენტის დროს არ გამოძიებულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილი, მისი მომხრეების დარბევები, მკვლელობები… სათქმელი ძალიან ბევრია, ბევრი კითხვაა, რომელიც ყველას გვაწუხებს, ვგულისხმობ მაშინდელ ზვიადისტებს. ქაშუეთიდან პირველმა კიტოვანმა გაისროლა, მთავრობის სახლის მიმართულებით, რასაც მოჰყვა თბილისის ომი…
Возможно, это изображение (5 человек и люди стоят)

 

მანანა კაჭარავა, მიტინგის მონაწილე:

 

– ველოდდით ზვიადს და მოგვადგა ავტომატებით მოღალატეების ბანდა. იმ დროს მოკლეს ობლად გაზრდილი ბიჭი, დიღმის მასივიდან, რომელიც მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსში ცხოვრობდა (დედას და დას ეძებდა)… ერთად შეჯგუფულები ყველა ერთმანეთს ვაკავებდით, მაგრამ ვიღაცამ დაიყვირა – „ბიჭი მოკლეს“, მახსოვს, გვერდით მდგომი ახალგაზრდა ბიჭი ზეწარივით გათეთრდა და საოცარი ძალით გავარდა ღრიალით ავტომატიანებისკენ. ასე ტყვიების ქვეშ გავატარეთ ახალგაზრდობა, მოგვიკლეს რწმენა მერაბისა და ზვიადის სახით და ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება დღეს, ფულს დახარბებული სვავების საძიძგნი გახდა. ყველამ  კარგად ვიცით, რუსეთსა და ევროპაზე სულმიყიდული, სამშობლოსა და ქართველების მოღალატეთა ის სია, დაწყებული შევარდნაძიდან, რომელსაც დღემდე არა აქვს დასასრული… ღმერთს ვევედრები, მიაგოს პასუხი თითოეულ მოღალატეს და აღუდგინოს ღირსება საქართველოსა და ქართველებს. ჩემ ირგვლივ ყველასთან აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ, დიახ არც პირველი იყო და არც ბოლო, სამწუხაროდ, ტყვიების ქვეშ რომ ვიდექით. არც სააკაშვილის ცრემლსადენი გაზი დამკლებია, სხვებთან ერთად, მაგრამ დღეს იმდენად ვარ რწმენადაკარგული, არავის ნდობა აღარ მაქვს… სკამი ყველამ ჯიბის გასავსებად გამოიყენა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, 1992 წლის 2 თებერვალს მოკლეს 23 და დაჭრეს 183 ადამიანი, თუმცა, პროცესის მონაწილეები ამბობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო და მალავდნენ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X

error: Content is protected !!