10:01 | 2020-09-19 ავტორი: Prime Time

ვინ არის 18 წლის ბიჭი. რომელმაც ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისთვის 200 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ვინ არის 18 წლის ბიჭი. რომელმაც  ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლისთვის 200 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა

18 წლის რუსთაველმა ბიჭმა, დათუნა შაქარაშვილმა ამერიკაში სწავლისთვის, 200 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. დათუნა უკვე აშშ-ში იმყოფება და ოჰაიოს შტატში, „Ohio Wesleyan University”-ში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. ახალგაზრდა ბიჭის წარმატების შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.

 

„ერთი წლის წინ გავიგე, რომ შემეძლო სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ბალაკავრიატის საფეხურზე გამეგრძელებინა სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინვე მივმართე საკონსულტაციო ქსელ EducationUSA Georgia-ს, სადაც ქალბატონმა დალი ხომერიკმა გამიწია კონსულტაცია და გამარკვია ამერიკული განათლების სისტემაში. მაშინ გავიგე, რომ ამერიკის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მჭირდებოდა ამერიკული მისაღები გამოცდების და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება.

 

მოვემზადე და ჩავაბარე SAT და TOEFL გამოცდები. ამის შემდეგ დავიწყე აპლიკაციის მომზადება, რომლისთვისაც მჭირდებოდა ესეების დაწერა, ჩემი კლასგარეშე აქტივობების რეზიუმეს შედგენა, სკოლის ნიშნების ტრანსკრიფტი და სხვა პირადი ინფორმაციები. მოგეხსენებათ, ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლა საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. წლიური გადასახადი საშუალოდ 50 000-60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

ამიტომაც დამჭირდა, რომ აპლიკაცია კარგად მომემზადებინა, გამოცდებში მაღალი ქულები ამეღო და დაფინანსება მომეპოვებინა. პრიორიტეტად შევარჩიე ოჰაიოს შტატში მდებარე Ohio Wesleyan University. იანვარში კი მომივიდა მიღების წერილი Ohio Wesleyan-დან, სადაც შემომთავაზეს სწავლის სრული დაფინანსება. რადგან ეს უნივერსიტეტი ჩემთვის პრიორიტეტი იყო, მაშინვე დავთანხმდი მათ შემოთავაზებას”, – უყვება დათუნა შაქარაშვილი „ინფო რუსთავს.

 

დათუნამ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც თვითონ იხსენებს, ტექნოლოგიებით ბავშვობიდან დაინტერესებული იყო. 18 წლის რუსთაველი ბიჭის ოცნება კომპანია Apple-ში მუშაობაა და ფიქრობს, რომ ოცნებები უკვე მიზნებად აქცია, რომელთა განხორციელებისკენაც სწრაფი ტემპებით მიიწევს.

 

„ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო, ხუთოსანი...“ - რომან გოცირიძე
2020-09-18„ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო, ხუთოსანი...“ - რომან გოცირიძე

ახლა ოჰაიოს შტატის ქალაქ დელავერში ცხოვრობს და განსაკუთრებულად ბედნიერია იმით, რომ განათლება სრულიად უსასყიდლოდ, ერთ-ერთი მაღალი კლასის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეუძლია მიიღოს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +