12:47 | 2020-06-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არიან მორაგეები, რომლებიც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

ვინ არიან მორაგეები, რომლებიც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში დაკავებულ 17 პირს შორის არიან მორაგეები: ვასილ სამხარაძე და არჩილ გაგნიძე, ნიკა ჟვანია.

 

ვასილ სამხარაძის და არჩილ გაგნიძის ადევოკატი ექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დღეს დილით დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ორივე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

 

რატომ დააკავეს ჩემპიონი ძიუდოისტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - ფიგურანტების წრე ცნობილი ხდება
2020-06-26რატომ დააკავეს ჩემპიონი ძიუდოისტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - ფიგურანტების წრე ცნობილი ხდება

 

„დაკავებულები არიან მორაგბეები, რომლებიც ამ დილით სახლში დააკავეს. გავეცნობით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი.

 

ისინი არ იმყოფებოდნენ წვეულებაზე, მოგვიანებით ჩავიდნენ. ესენი არიან „ტოიოტას“ მძღოლი და ამავე ავტომობილში მჯდომი მგზავრი. ისინი აგარაკზე რომ მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო, კონფლიქტი მომხდარი იყო, ხოლო წვეულება დაშლილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დიდი ხნის დაგვიანებით მივიდნენ იქ.

 

როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები იქ მივიდნენ, სავარაუდოდ შაქარაშვილი იქ ვერ იქნებოდა, რადგან ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ იქ მანამდე პირველი მანქანა იყი მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც.

 

ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირი გური ამირხანაშვილი სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩამოიყვანეს შემთხვევის ღამეს თბილისში.

 

„გური ამირხანაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, არც ფსიქოლოგიური ძალადობა“, – განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალს სავარაუდოდ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგენენ.

 

შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X