12:37 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

ვინ არიან ახალი დაინფიცირებულები, რომლებიც აჭარაში იმყოფებიან

ვინ არიან ახალი დაინფიცირებულები, რომლებიც აჭარაში იმყოფებიან

აჭარაში კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„მათ შორის ერთი გუშინ იმპორტირებული შემთხვევაა, პირი სარფის საბაჟოდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, მეორე შემთხვევა კი უკვე ერთი კვირაა საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

 

მას შემხებლობა სხვა ჯგუფებთან არ ქონია. გუშინ 102 პირს ჩაუტარდა კვლევა და ორს ვირუსი დაუდასტურდა.

 

„მედალფაში“ მკურნალობს 37 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და ერთი განკურნებული დღე-დღეზე დატოვებს კლინიკას.

 

აქედან 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ქობულეთის კლასტერიდან.

 

სოფელ გვარას კონტაქტირებულ პირებს გაუვიდათ საკარანტინო პერიოდი, მათი ტესტირება მოხდა და ისინი არიან თავისუფალნი თვითიზოლაციის პირობებიდან“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X