15:25 | 2021-07-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სენაკში საკვებს უფასოდ გასცემენ „პროდუქტების ნაწილი ჩვენი სახსრებით შევიძინეთ “

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სენაკში საკვებს უფასოდ გასცემენ „პროდუქტების ნაწილი ჩვენი სახსრებით შევიძინეთ “

სენაკის ცენტრში უფასოდ მოსახლეობას კვების პროდუქტები ურიგდებათ.​ ინიციატივია კი ახალგაზრდებს ანა ბაკურაძეს და ლუკა ჯოჯუას ეკუთვნის.

 


„უფასო პური, უფასო ფუნთუშა, უფასო ბრინჯი და ლიმონათი.

 

გელოდებით, ვისაც ნამდვილად გიჭირთ და გჭირდებათ. ჩვენს ინიციატივას, რომელიც ნაწილი კეთილი ადამიანების შემოწირულობით ხდება, ბევრი გამოეხმაურა. უფასოდ დასარიგებლად 60 ცალი პური გვაკლდებოდა და ერთმა კეთილმა ადამიანმა გვაჩუქა.

 

მოდის ხალხი და მადლიერებას გამოხატავს. პროდუქტების ნაწილი კი მე და ლუკამ საკუთარი სახსრებით შევიძინეთ“,- გვითხრა ორგანიზაცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ ხელმძღვანელმა, ანა ბაკურაძემ.

 

ამ დროისთვის მათ მოსახლეობის ნაწილს უფასოდ დაურიგეს 120 ცალი პური, 50 ცალი ფუნთუშა, 100 პაჩკა ბრინჯი და ამდენივე ცალი ლიმონათი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

 

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!“ – ანუკი არეშიძე კახის მხარდასაჭერად, გაიხსენეთ როგორ იცავდა მეუღლეს კრიტიკოსებს

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X