fbpx
17:28 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ვილა ალგეთის” ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება – რას ამბობს ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ვილა ალგეთის” ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება – რას ამბობს ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციაზე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თეთრიწყაროში მდებარე “ვილა ალგეთში” საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. ამის თაობაზე, “პრაიმტაიმს”, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

 

“შესაძლებელია ახლაც მიმდინარეობდეს საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ აუცილებლად უნდა ჩატარდეს იქ მოქმედებები. მე ვიცი, რომ დაგეგმილია, როდის არ ვიცი. როგორც დაზარალებულის ადვოკატი დავესწრები” – აცხადებს რამიშვილი.

 

სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ რამიშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ნივთმტკიცება აქვს, კერძოდ სავარაუდოდ, საუბარია, “ვილა ალგეთის” ტერიტორიაზე ნაპოვნი წნევის დამწევის ანოტაციაზე.

 

“არანაირი მაგდაგვარი არ ყოფილა, რაღაც არის, მაგრამ ნივთმტკიცებაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არც წნევის დამწევის ანოტაციაზე ვიტყვი რამეს”.

 

პროკურატურაშში ადასტურებენ, რომ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ნამდვილად იგეგმება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X