22:32 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

…ვიძახდი ხმამაღლა, ამიტომაც დამიჭირეს, რომ მათ იმედი ქონდათ დამითანხმებდნენ – ხურციძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

…ვიძახდი ხმამაღლა, ამიტომაც დამიჭირეს, რომ მათ იმედი ქონდათ დამითანხმებდნენ – ხურციძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ტიტულოვანი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის საპატიმროდან 14 სექტემბერს ოფიციალურად გათავისუფლდა.

 

საპატიმროს დატოვების შემდეგ ხურციძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მხარდაჭერისთვის შესაბამის პირებს მადლობა გადაუხადა.

 

VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული
2021-09-15VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული

მოკრივის პოსტიდან ვიგებთ, რომ ის საპატიმროში კიდევ 1 კვირით დარჩება, რადგან მის ვიზას ვადა გაუვიდა.

 

„მოგესალმებით ყველას და ყველას. როგორც მოგახსენეთ, ჩემი წინასწარ ხილვა და სიზმარი აღირიცხება და აღინიშნებათქო. აღნიშვნა ვერმოვახერხე, რადგან ერთი კვირით შემინახა საკანში მოსამართლე ფრესკამ, ვინაიდან და რადგანაც ჩემი ვიზა დასრულებულ იქნა ამ ხნის მანძილზე.

 

ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მოსამართლე ფრესკაში ადამიანის სახით ანგელოზი დავინახე, მფარველი ანგელოზი, რადგან პროკურორები დაჟინებით ითხოვდნენ იგივე დროს დატოვებას 10 წელს, კიდევ ხუთ წელს, მაგრამ არ შემიძლია ასე სახალხოდ არ ავღნიშნო ჩემი ადვოკატების თავგანწირული ბრძოლა და არ გამოვხატო ასე სახალხოდ მათ მიმართ მადლიერება. მეგონა, ჩემს გულში და ფიქრებში ისხდნენ ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი და მე ამ ყველაფერს თუ გავიფიქრებდი, თორემ სასამართლოში ვერასდროს ვიტყოდი იმას, რაც ჩემმა ადვოკატებმა თქვეს და აღწერეს და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორ ადამიანს. ვუთხარი კიდეც ვიზიტის დრო არაფერი მომიფიქრებია და თქვენს გარდა არავინ დამრჩა გვერდით, თქვენზე ვარ დამოკიდებული, მე არაფრის თქმა არმინდა მეთქი, მაგრამ რაც მთხოვეს მხოლოდ ის ვთქვი. განაგრძეთ კითხვა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X