fbpx
16:44 | 2020-07-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვიდეობს იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ…” – რას ამზადებენ “სუხიშვილები”

“ვიდეობს იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ…” – რას ამზადებენ “სუხიშვილები”

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” თავისი “ფეისბუქის” კედელზე ახალი ცეკვის მონაკვეთის ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ვიდეოდან ჩანს, ანსამბლი რეპეტიციებს ღია ცის ქვეშ გადის. “სუხიშვილების” ცეკვის მცირე მონახაზის ვიდეო, პირველად პოსტპანდემიურ პერიოდში, 18 ივნისს გამოაქვეყნა დასათაურებით -“ილიკო სუხიშვილი ახალ პროექტზე მუშაობს“.

 

“სუხიშვილები” რეპეტიციებს ნაფეტვრების ღია სარეპეტიციო სცენაზე გადის. როგორც ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორის მოადგილე, ხატია ეკიზაშვილი ამბობს, ამ ღია სცენას იყენებენ ახლა სარეპეტიციოდ და სამომავალოდ ბევრი რამ იგეგმება.

 

ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად შემოქმედებით პროცესში არიან და ჯერჯერობით კომენტარისგან თავს შეიკავებს.

 

ნინო სუხიშვილი: – რეპეტიციების ვიდეოებს იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ ინტერესი გამოიწვიოს. ეს ახალი პროექტია, იდგმება ცეკვები, თუმცა ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გაგიმხელთ. ამ ეტაპზე ცეკვების დადგმის, შემოქმედებით პროცესში ვართ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X