19:34 | 2020-06-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: ვარკეთილელი მსროლელის დაკავების კადრები

Video: ვარკეთილელი მსროლელის დაკავების კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია 45 წლის კაცს, რომელიც ვარკეთილში რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან უმისამართოდ ისროდა.

 

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთვის ქუჩაზე მდებარე სახლში 45 წლის დავით ივანოვია.

 

როგორც მეზობლები გვიყვებიან, მამაკაცი მონადირეა და მას სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს.

 

სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს! - რას ყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელიც სახლში გამოკეტილი ისვრის
2020-06-05სახლში სერიოზული შეიარაღება აქვს! - რას ყვებიან მეზობლები მამაკაცზე, რომელიც სახლში გამოკეტილი ისვრის

 

„მამაკაცი მონადირეა, მას სახლში აქვს სერიოზული შეიარაღება. ის კვირაობით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ და ხან დათვის ხორცი მოჰქონდა უბანში და ხან რისი“, – უთხრეს მეზობლებმა „პრაიმტაიმს“.

 

ცნობისთვის, დღეს ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სროლა იყო. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიკეტა და შიგნით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

 

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კაცი დააკავეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +