13:54 | 2021-04-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

VIDEO: წუთიერი დუმილი პარლამენტში – დეპუტატებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

VIDEO: წუთიერი დუმილი პარლამენტში – დეპუტატებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტმა კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 


„მეგობრებო, ახლა შეგვატყობინეს, რომ სიყვარულით გამაერთიანებელი ჩვენი საზოგადოების ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X

error: Content is protected !!