16:46 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

VIDEO: თოკო, ეს აქ კი არა, მოედანზე გააკეთე!.. – შენგელიას მწვრთნელი გაუბრაზდა

VIDEO: თოკო, ეს აქ კი არა, მოედანზე გააკეთე!.. – შენგელიას მწვრთნელი გაუბრაზდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „უნიკახას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 87:86 გაიმარჯვა.

 

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „უნიკახა“ ბასკურ გუნდს 18:00 გაექცა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რის აღმოსაფხვრელადაცბასკონიას“ დიდი ძალისხმევა დაჭირდა.

 

ამ დროს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა წუთშესვენება აიღო და შეიძლება ითქვას, რომ ეს შესვენება მან ქართველი კალათბურთელის დასატუქსად გამოიყენა.

 

ამ ეპიზოდის დასაწყისში გვესმის: „წაგება გინდათ? როგორ თამაშობთ, ნამდვილად წაგება გინდათ!“

 

ამის შემდეგ, შენგელიამ ივანოვიჩის მისამართით გაურკვეველი სახის რეპლიკა გამოიყენა, რომელიც ვიდეოში არ ჩანს, თუმცა კარგად ჩანს, როგორ გააღიზიანა ამან „ბასკონიას“ მთავარი მწვრთნელი.

 

ასევე კარგად ჩანს და ისმის, როგორ მიმართავს ივანოვიჩი  შენგელიას ხმამაღალი ტონით: თოკო, ეგ აქ კი არა, თამაშში გააკეთე, გესმის?! აქ არა, პარკეტზე…“

 

საბოლოოდ, „ბასკონიამ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალური მატჩი „გრან კანარიას“ წინააღმდეგ დღეს გაიმართება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X