fbpx
11:37 | 2020-06-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: „თმაშეღებილ კაცებთან ცოტა ვერ ვარ“ – მამუკა ხაზარაძე 

VIDEO: „თმაშეღებილ კაცებთან ცოტა ვერ ვარ“ – მამუკა ხაზარაძე 

„არ მომწონს, თმებშეღებილ კაცებთან ცოტა ვერა ვარ“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 2014 წელს ნანუკას შოუში განაცხადა.

 

1970-01-01

 

ორი დღის წინ კი ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია და და ისიც დასძინა, რომ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის დაცული.

 

„ის თუ გადახრები ხდება, ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი დარეგულირებულია და კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე კი, ირღვევა თუ არა ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები, ხაზარაძე პასუხობს:

 

„ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი რაღაც, ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსტიტუციაში ეს ლამაზად, კარგად წერია და ამას უნდა გავყვეთ. ამას მე მგონი მეტი აფიშირება არ სჭირდება და ის, რაც თქვენ თქვით, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ქორწინებაზე… შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ, ოჯახმა“

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X