21:15 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

Video: სტრიპტიზიორის ტანზე უნდა დამემაგრებინა მისი თავი – რას ჰყვება ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტროლების ქარხანაში მუშაობდა

Video: სტრიპტიზიორის ტანზე უნდა დამემაგრებინა მისი თავი – რას ჰყვება ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტროლების ქარხანაში მუშაობდა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც ამტკიცებს, რომ ე.წ ტროლების ქარხანაში მუშაობდა, სამუშაო გარემოს აღწერს. ამის შესახებ ის გადაცემა „დროებაში“ საუბრობს.

 

მისი თქმით, ოთახში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით შავ პიარს ეწეოდნენ.

 

„შევდივარ ოთახში და მხვდება, სადღაც 12 კაცი, გადანაწილებულები ყველგან და ჩართულები გიჟებივით მუშაობდნენ გაუჩერებლად.

 

ყველაფერი რაც კი „ფეისბუქზე“ შეიძლება, აფეიკებდნენ. გიგი უგულავას შავ პიარს ამზადებდნენ თურმე და სტრიპტიზიორის ტანზე უნდა დამემაგრებინა თურმე მისი თავი.

 

ბოლოს რაზეც მოგვივიდა შელაპარაკება ეს იყო სარალიძეზე შავი პიარი და ძაან რთული იყო ჩემთვის, რომ ამაზე შავი პიარი გამეკეთებინა.

 

მოგვივიდა შელაპარაკება. მე ვუთხარი რომ ამ საქმეს არ გავაკეთებდი და წამოვედი“, – ამბობს ნიკა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X