00:06 | 2020-06-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შოკისმომგვრელი კადრები: სისხლის აღება ძმის მკვლელობით – მამაკაცი გამვლელების თვალწინ ჩაცხრილეს (ინგუშეთი)

შოკისმომგვრელი კადრები: სისხლის აღება ძმის მკვლელობით – მამაკაცი გამვლელების თვალწინ ჩაცხრილეს (ინგუშეთი)

ინგუშეთში, სისხლის აღების წესით მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. ინციდენტი შუა გზაზე მოხდა, რაც თვითმხილველებმა გადაიღეს.

 

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, „ლადას“ მარკის ავტომობილი, „შევროლეტის“ მარკის ავტომობილს უკნიდან ეჯახება.

 

ლადას“ ავტომობილის მძღოლი გადმოდის მანქანიდან და წინა ავტომობილში მძღოლის მიმართულებით სროლას იწყებს.

 

„მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა - დანაპირები აგისრულეთო“ - გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
2020-05-25„მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა - დანაპირები აგისრულეთო“ - გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

 

სავარაუდოდ პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მანქანა, რომელსაც დამნაშავე ესროდა, დაიძრა და გზატკეცილზე გავიდა.

 

იმისათვის, რომ მას საქმე ბოლომდე მიეყვანა, კიდევ ერთხელ მივიდა მანქანასთან და საკონტროლო გასროლა განახორციელა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მკვლელმა ავტომატით 60-ჯერ გაისროლა.

 

საქმე ეხება ერთი სოფლის ორ ოჯახს. ინგუშეთში, სოფელ იანდარში რამდენიმე წლის წინ მამაკაცმა, სახელად ხიზირმა ჩხუბის დროს ადამიანი მოკლა, რის გამო ციხეში იჯდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა სოფელში არ დაბრუნებულიყო თავისივე უსაფრთხოების გამო.

 

თუმცა, ამავე სოფელში ცხოვრობდა მისი ძმა ბაშირი. სწორედ ხიზირის ძმა ჩაცხრილეს მანქანაში. ცნობილია, რომ ეს ბაშირის მკვლელობის პირველი მცდელობა არ იყო.

 

რამდენიმე წლის წინ მას საკუთარ სახლთან ესროლეს. მაშინ ბაშირი სიკვდილს რამდენიმე თვე ებრძოდა, თუმცა ამჯერად ის მოკლეს.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ: „ესროლა იმ ოჯახის წევრს, რომელმაც 6 წლის წინ მას დანაკარგი მოუტანა“.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X