fbpx
10:14 | 2021-01-02 ავტორი: ამუკა ქორიძე

VIDEO: შოტლანდიაში 2021 წელს დრონების შოუთი შეხვდნენ

VIDEO: შოტლანდიაში 2021 წელს დრონების შოუთი შეხვდნენ

წელს, შოტლანდიელები ახალ წელს ტრადიციულად, ქუჩებში ვერ შეეგებნენ. მიუხედავად ამისა, იმ ორგანიზატორებმა, რომლებიც ედინბურგის ახალი წლის ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ, „დრონების” თავშეყრის ვიდეოები გაავრცელეს. ინფორმაციას და ვიდეოს ბრიტანული პრესა – Mirror ავრცელებს.

 

იმის გამო, რომ ყველას ახალი წლის შეხვედრა სახლიდან უწევს, ქალაქის ყოველწლიური საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორებმა ვიდეო სერიები სახელწოდებით – Fare Well გამოსცეს. 150 მნათობი დრონი ერთმანეთთან ისე განლაგდა, რომ სხვადასხვა სიმბოლოების, ადამიანებისა და ცხოველების ფორმები ჰქონდათ მიღებული.

 

(შოუს პირველი ნაწილი)

 

თითოეული ვიდეო მსახიობ დეივიდ ტენანტის მიერ არის მოთხრობილი, რომლებშიც შოტლანდიელი პოეტის ჯეკი ქეის ლექსების სტროფებს ჰყვება. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერების თქმით, „დრონების” ეს შოუ, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ყველაზე დიდი წარმოდგენა იყო.

 

(შოუს მეორე ნაწილი)

 

რეჟისორმა ჩარლი ვუდისმა პროექტში ჩართულ ყველა პირს ედინბურგის საბჭოდან დაწყებული, შოტლანდიის მთავრობით დასრულებული, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

(დასკვნითი ნაწილი)

 

იმის გამო, რომ ე.წ. Hogmanay-ს ქუჩის წვეულება შოტლანდიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასულ წელს, ამ ღონისძიებას საახალწლოდ 100 000 ვიზიტორზე მეტი ეწვია, შოტლანდიის პოლიციამ ვირუსის უფრო მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხალხი გააფრთხილა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X