fbpx
09:31 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

VIDEO: შეხვედრა 215-დღიანი განშორების შემდეგ – მოხუცმა ცოლ-ქმარმა კორონავირუსის გამო ერთმანეთი ამ დრომდე ვერ ნახეს

VIDEO: შეხვედრა 215-დღიანი განშორების შემდეგ – მოხუცმა ცოლ-ქმარმა კორონავირუსის გამო ერთმანეთი ამ დრომდე ვერ ნახეს

აშშ-ში მოხუცებული წყვილი 215-დღიანი დაშორების შემდეგ კვლავ ერთად არის. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯოზეფ და ივ ლორეტები უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. ჯოზეფს მარტში კორონავირუსი დაუდასტურდა. მან საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მეუღლე ელოდებოდა.

 

ჯოზეფის და ივის ემოციური შეხვედრა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ცოლ-ქმარი ცრემლებს ვერ იკავებდა, ჯოზეფი ცოლს ეუბნებოდა, რომ ძალიან მოენატრა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X