13:50 | 2020-01-13 ავტორი: Prime Time

Video: საქართველოში ახალი ბავშვები აღარ ჩნდებიან – მიხეილ სააკაშვილი

Video: საქართველოში ახალი ბავშვები აღარ ჩნდებიან – მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი დიდი ამბიციიდან დარჩა ნანგრევები. ამ ყველაფერს ვუყურებ და გული მისკდება“, – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა.

 

„მე საბოლოო ჯამში მიმაჩნია, რომ ივანიშვილის უფრო მეტი პრობლემები ექნება. ჩემი ხალხი არის უკიდურესად გაჭირვებული, შიმშილობს, განადგურებულია, საქართველოს გენეტიკური კოდიც ნადგურდება, ახალგაზრდები გადიან, ქალებიც, ოჯახები ბოლომდე ნადგურდება, ახალი ბავშვები აღარ ჩნდებიან, ჩვენი დიდი ამბიციებიდან დარჩა მხოლოდ ნანგრევები“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X