14:58 | 2021-06-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები ოქტომბერში – ზურა ჯაფარიძის ინიციატივა

VIDEO: როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები ოქტომბერში – ზურა ჯაფარიძის ინიციატივა

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება, სადაც ტესტირებას გადის „გირჩი მეტი თავისუფლების“ მიერ შეთავაზებული არჩევნების ჩატარების ორი სისტემა.

 

ამის შესახებ „ფეისბუქ“ ლაივში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე საუბრობს.

 

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

 

შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X