23:05 | 2021-10-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად – „სიყვარულია, როდესაც მეორე დღის გათენება გიხარია“

VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად – „სიყვარულია, როდესაც მეორე დღის გათენება გიხარია“

პანდემიის დროს თენგიზ ცერცვაძის მეუღლემ ანა თოფურიამ დებთან ერთად დაბა ქვიშხეთში ნაკვეთი იყიდა და იქ სახლი ააშენა.

 

თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში სიამოვნებით ისაუბრა, როგორ დაიწყო მისი რომანი მეუღლესთან:

 

 

„ჩვენი ამბავი დაიწყო დიდი ხნის წინ, კლინიკაში. ანა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და მოხვდა იმავე კლინიკაში, იქ გავიცანით ერთმანეთი. მე თავიდანვე გულში ჩამივარდა, თვითონ არ ვიცი. ვცდილობდი, ხშირად შევხვედროდი და მეტი დრო გამეტარებინა მასთან. არ ყოფილა ტრაფარეტული ეპიზოდი, როდესაც ერთი მეორეს უტყდება სიყვარულში. თვითონ სიტუაციამ შექმნა ისეთი გარემო, რომ ამის თქმა ზედმეტი იყო.

 

 

ჩვენი გაცნობიდან დიდი ხანი გავიდა დაქორწინებამდე, მაგრამ ეს ერთგვარად შეიძლება პოზიტივიც იყო, რადგან ჩვენმა ურთიერთობამ წლებს გაუძლო და როდესაც დავქორწინდით, უკვე არ იდგა ის კითხვის ნიშანი, ჩვენი ოჯახი და წყვილი წარმატებული იქნებოდა, თუ ერთმანეთს ვერ გავუგებდით და დავცილდებოდით.

 

ჩემთვის სიყვარული არის ის განცდა, როდესაც ბედნიერი ხარ, როდესაც ყველაფერი მოგწონს, მეორე დღის გათენება გიხარია, თუნდაც სამსახურში წასვლა გიხარია, ელოდები იმ მომენტს, როდესაც შეხვდები, ან ტელეფონით დაელაპარაკები შენი სიყვარულის ობიექტს და როდესაც ყველაფერი გეჩვენება ამაღლებული და ლამაზი…“

 

ნახეთ ვიდეო

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!