22:49 | 2021-07-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: როგორ გამოიყურება 3040 ბრილიანტის თვლით შექმნილი პირბადე – კოვიდ მოდის ახალი ტენდენცია

Video: როგორ გამოიყურება 3040 ბრილიანტის თვლით შექმნილი პირბადე – კოვიდ მოდის ახალი ტენდენცია

გავლენიანმა და ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სამკაულებისა და საათების მწარმოებელმა Jacob & Co-მ მსოფლიოს სელებრითებსა და ძვირფასი ნივთების მოყვარულებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამჯერად ამის მიზეზი მოელვარე კოვიდ ნიღაბი გახდა.


 

უნიკალური და უაღრესად ძვირფასი პირბადის შექმნის იდეა იაკობ არაბოს ეკუთვნის და ის ძვირფას ლითონებზე მომუშავე გუნდის მიერ არის დამზადებული, რომელშიც 3040 ბრილიანტი გამოიყენეს.

 

 

ამის შესახებ სტატიას გავლენიანი გამოცემა Vogue აქვეყნებს, რომელიც ამ უძირფასეს ნიღაბს ფუფუნების განსახიერებას უწოდებს.

 

ის მთლიანად ხელნაკეთია, Diamond Face Mask ანუ ბრილიანტის ნიღაბი არის თეთრი ოქროს კარკასზე დამზადებული ბრილიანტის ბადე, რომელიც  ნამდვილი ქსოვილის ეფექტს იძლევა.

 

ამის მიზეზი ელასტიური და აბრეშუმისებრი ბადის შექმნაა, რომელიც ფარავს სახეს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, ეს ნიღაბი იდეალურია თქვენი ყოველდღიური იერსახის გასაუმჯობესებლად, Jacob & Co-ს მიერ.

 

ბრილიანტის ნიღაბი დამზადებულია სამედიცინო ნიღბის ნიმუშისგან, მაგრამ რეკომენდირებულია მის ქვეშ დამცავი ნიღბის დამატება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!