12:44 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

VIDEO – როგორ ერთობა რონალდინიო პარაგვაის ციხეში

VIDEO – როგორ ერთობა რონალდინიო პარაგვაის ციხეში

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც სასჯელს საბუთების გაყალბებისთვის იხდის, პარაგვაის საპატიმროში თავს სხვადასხვა გზით ირთობს.

 

სოციალურ ქსელში რონალდინიოს მორიგი ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ თამაშობს ფეხბურთელი სხვა პატიმრებთან ერთად.

40 წლის რონალდინიომ ერთხელ უკვე მოახერხა საპატიმროში ფეხბურთის ჩემპიონატის მოგება და მას საჩუქრად 16 კგ-იანი გოჭი გადაეცა.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ რობერტო დე ასის მორეირამ ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტები წარმოადგინეს. 5 მარტს, პარაგვაის გენერალურმა პროკურორმა ბრაზილიელის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა, მაგრამ მომდევნო დღეს ყოფილი ფეხბურთელი გაუშვეს. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, რონალდინიო გენერალური პროკურატურის მოთხოვნით ისევ დააპატიმრეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X