16:38 | 2020-08-01 ავტორი: Prime Time

Video: რას ყვება მამაკაცი, რომელმაც კაბინეტიდან პითონი დაკარგა

Video: რას ყვება მამაკაცი, რომელმაც კაბინეტიდან პითონი დაკარგა

24 წლის გიორგი კინოიანი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. გუშინ მან საკუთარი კაბინეტიდან პითონის ჯიშის გველი დაკარგა.

 

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგული გველი სპეციალურმა სამსახურმა იპოვა, თუმცა თავად გველის მეპატრონე ყვება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„როდესაც გველი დაიკარგა დავრეკე 112-ში, სადაც გადამამისამართეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. ბიჭებს, ვინც ადგილზე მუშაობდნენ მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გველის საპოვნელად ევაკუაცია გამოცხადდა და აქ რაღაცეების დანგრევა მოუწიათ სიმართლეს არ შეესაბამება”, – ყვება „პრაიმტაიმთან” გველის მეპატრონე.

 

სამეფო ჯიშის პითონი ახლა 5 თვისაა. ის გიორგი კინოიანმა ერთ-ერთ ზოომაღაზიაში შეიძინა. ამბობს, რომ გველი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პატრონი ქვეწარმავალს თაგვებით კვებავს, რომელთაც ასევე ზოომაღაზიაში ყიდულობს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X