18:21 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

VIDEO: ქართველი მწვრთნელის მიერ შესრულებული Only Time ირლანდიელი შეგირდების გასამხნევებლად

VIDEO: ქართველი მწვრთნელის მიერ შესრულებული Only Time ირლანდიელი შეგირდების გასამხნევებლად

მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა.

 


ირლანდიაში კრივის საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით ყოველ წელს აოცებს მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს.

რაც უნდა ძლიერი იყო დღეს, ყოველთვის არსებობს გზა, უკეთესი იყო ხვალ - ქართველი გენიოსი, რომელსაც კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ
2021-06-22რაც უნდა ძლიერი იყო დღეს, ყოველთვის არსებობს გზა, უკეთესი იყო ხვალ - ქართველი გენიოსი, რომელსაც კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ

 

მის ანგარიშზე 200-ზე მეტი მედალია, მრავალჯერ აფრიალებული გამარჯვების დროშა და აპლოდისმენტები, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით, ადამიანობით, დაუღალავი შრომითა და განვითარებისკენ სწრაფვით.

 

ახლა ქართველი მწვრთნელი ტოკიოს ოლიმპიადაზე ახალი ჯილდოების მოსაპოვებლად ირლანდიელ შეგირდებს ამხნევებს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ზაურ ანთია, რომელიც როიალზე ასრულებს.

 

ერთი შეხედვით უხეში სპორტის სპეციალისტი საოცარი ჰაეროვნებით აჟღერებს Only Time -ს მელოდიის აკორდებს.

 

როგორც ვიდეოს ავტორი წერს, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი თავის სხვა შესაძლებლობებს კამერებთან არ ამჟღავნებს. ეს ვიდეო კი მან შემთხვევით გადაიღო.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!