21:49 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

VIDEO: P.S. ეთერში ბრუნდება – რას ნახავთ კვირას, 21:00 საათზე

VIDEO: P.S. ეთერში ბრუნდება – რას ნახავთ კვირას, 21:00 საათზე

კვირას, 13 ივნისს “რუსთავი 2”-ზე გადაცემა P.S. ბრუნდება.

 

გადაცემის წამყვანი გურამ როგავა იქნება. მას ევროპიდან „პოსტ სკრიპტუმის” ძველი წამყვანი დავით კიკალიშვილიც უერთდება.

 

როგორც დავით კიკალიშილი ამბობს, იგი ამჟამად ევროპაში კორესპონდენტი იქნება.

 

„ბედნიერი ვარ, რომ ისევ ვიმუშავებ „რუსთავი 2“-ზე და ჩემს საყვარელ გადაცემაში. მე ამჯერად ვიქნები ევროპაში კორესპონდენტის ამპლუაში და ჩემი მიზანი იქნება უფრო მეტად დავაახლოვო ჩვენი მაყურებელი ამ დიდ თანამეგობრობასთან. ევროპაში უკვე გაჩნდა ქართული დიდი სათვისტომო და მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვთხოვო თანამშრომლობა და P.S. მათთან ჩავა”

 

გადაცემას ასევე უბრუნდებიან  გიორგი ქორქია, დათო ნიკურაძე, ნიკა ლებანიძე, თომა ჩაგელიშვილი.

 

P.S.-ის ოფიციალურ გვერდზე გადაცემის ანონსი უკვე გამოქვეყნდა.

 

გადაცემაში ნახავთ:

  • დავით კიკალიშვილის და მისი რეპორტაჟის გმირების ცხოვრება ემიგრაციაში.
  • ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი იზოლაციაში – ირაკლი იმნაიშვილის ექსპერიმენტი
  • P.S.-ის ექსპედიცია წარსულში – თომა ჩაგელიშვილი და ნიკა ლებანიძე დაკარგული ქალაქის ძიებაში
  • სიცოცხლის ფასად გადარჩენილი იპოდრომი და უძველესი ქართული თამაშობა – გიორგი ქორქიას ბრძოლა ცხენებით

 

ავტორი: Prime Time


X