23:03 | 2021-09-05 ავტორი: Prime Time

VIDEO: ნიკა გვარამიამ ნემსი პირდაპირ ეთერში გაიკეთა

VIDEO: ნიკა გვარამიამ ნემსი პირდაპირ ეთერში გაიკეთა

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში პერანგი გაიხადა და ნემსი გაიკეთა. მან ისაუბრა შაკიკზე, რომლის გამოც გამაყუჩებლების გაკეთება სჭირდება.

 

როგორც საბოლოოდ გაირკვა, გვარამიამ იმისთვის გაიხადა, რომ მაყურებლისთვის აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ ადამიანებს ნემსის ფობია ჰქონდეთ და აღნიშნა, რომ ვაქცინა, იმაზე ბევრად უფრო პატარა ნემსით კეთდება, ვიდრე ის შაკიკის შეტევის დროს გამაყუჩებელს იკეთებს.

 

„სამწუხაროდ, ფაიზერი არ მომცეს, თორემ გავიკეთებდი თქვენს თვალწინ და ნახავდით, რომ არაფერი მომივიდოდა. ორი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და იცოდეთ, რომ არაფერი მომსვლია“, – ამბობს გვარამია.

 

ნახეთ ვიდეო⇓

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X