fbpx
19:10 | 2020-10-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დასცინა და ვიდეო გადაუღო 

VIDEO: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დასცინა და ვიდეო გადაუღო 

„ნაციონალური მოძრაობის„ წევრმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს დასცინა და ვიდეო გადაუღო.

 

მომხდარს „ფეისბუქში“ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება.

 

„19 ოქტომბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, დაახლოებით 15 საათზე, ნაცხროვის აქტივისტმა სპარტაკ აბულაძემ, ვიდეო გადაუღო სოფელ ეწერში მცხოვრებ ფსიქიური პრობლემების მქონე ადგილობრივ მკვიდრს, გოგი აბესაძეს. სპარტაკ აბულაძემ გამოიყენა გოგი აბესაძე შემდგომში პროპაგანდის მიზნით, კამერის წინ დაახევინა “ქართული ოცნების” 41 ნომრიანი მაისური და ჩამოახევინა სააგიტაციო მასალები. აქტივისტი სახალხო დამცველი სად არის, სპარტაკა“, – წერს დიმიტრი სამხარაძე. 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X