11:42 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

VIDEO: ნახეთ, ლაშა ბექაურის ემოციები, როცა გაიგო რომ ბინა აჩუქეს

VIDEO: ნახეთ, ლაშა ბექაურის ემოციები, როცა გაიგო რომ ბინა აჩუქეს

ლაშა ბექაურს, სეუ-ს რექტორმა, გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონი ამ ამბავს იგებს.

 


„სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას.

 

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!

 

ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სეუ facebook გვერდზე აქვეყნებს.

 

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

ასევე ნახეთ: მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება – სასიხარულო ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს

 

 

ძიუდოს ტურნირზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხდა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

ფინალამდე ლაშამ ნახევარფინალში რუს მიხაილ მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო. უფრო ადრე ბექაურმა ასპარეზობას ისრაელის წარმომადგენელი, ლი კოჩმანი და პოლონელი პიოტრ კუჩერა გამოთიშა.

 

ამ დროისთვის ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია – 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ორივე ვერცხლი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშილი და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!