23:55 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

Video: მომისმინეთ, არ მოგისმენთ! – მწვავე დაპირისპირება ედიშერ გვენეტაძესა და დოდონა კიზირიას შორის

Video: მომისმინეთ, არ მოგისმენთ! – მწვავე დაპირისპირება ედიშერ გვენეტაძესა და დოდონა კიზირიას შორის

გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ერთმანეთს ქართული ოცნების მხარდამჭერი ედიშერ გვენეტაძე და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზირია ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ  14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ. დოდონა კიზირიამ პროტესტის ნიშნად, გადაცემა დატოვა…

 

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ექსპრეზიდენტს წაგებულ ომს – აგვისტოს ომს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ახსენებს. მისი თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

 

“მან დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები.  ის სასჯელს გაფლანგვისთვის იხდის. ქობალიას ოჯახის მასპინძლობაში 33 000 გადაიხადეს…” – ამბობს გვენეტაძე.

 

ამ კომენტარზე მწვავე რეაქცია ჰქონდა დოდონა კიზირიას. მისი თქმით, ქართველს ქართველზე დიდი მტერი არ ჰყავს და სამარცხვინოა საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც 14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციაზე არ მივა.

 

“ქართველის ყველაზე დიდი მტერი ქართველია. სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, ვინც აქციაზე არ მოვა, რადგან ეს მხოლოდ სააკაშვილის გასათავისუფლებელი აქცია არაა, ეს საქართველოს გასათავისუფლებელი აქციაცაა.” – ამბობს დოდონა კიზირია.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X