14:06 | 2021-07-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

VIDEO: მეცამეტე საუკუნეში აგებული ტაძარი, სადაც მძიმე სენით დაავადებულები ნუგეშს და თავშესაფარს ჰპოულობდნენ

VIDEO: მეცამეტე საუკუნეში აგებული ტაძარი, სადაც მძიმე სენით დაავადებულები ნუგეშს და თავშესაფარს ჰპოულობდნენ

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ქართველი მეგობრებისთვის მორიგ ონლაინ-ექსკურსიას აწყობს.

 

ამჯერად, პროფესორმა შეარჩია მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ტაძარი, სადაც იმ დროისთვის სასიკვდილოდ განწირული, კეთრით დაავადებული ადამიანები ჰპოვებდნენ თავშესაფარს. როგორც თავად ამბობს, გარემო ძალიან მშვიდი და სასიამოვნოა.

„გერთვებით წმინდა მაგდალენას სახელობის ტაძრიდან, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მომეყოლა.

ტაძარი მე-13 საუკუნეში ააშენეს და სამი საუკუნის შემდეგ ცოტა გააფართოვეს. ესაა პატარა ტაძარი, რომელიც პრაქტიკულად, კეთრით დაავადებული ადამიანების თავშესაფარი იყო. იმ დროისთვის ეს დაავადება სასიკვდილო განაჩენი იყო. ძალიან მშვიდი გარემოა“, – ამბობს ფხაკაძე.

 

 

 

ვინ იყო მარიამ მაგდალინელი

 

 

მენელსაცხებლე დედათაგან ერთ–ერთი. წარმოშობით ებრაელი, ქალაქ მაგდალიდან. უფლის ერთგული მოწაფე, მოციქულთასწორი. ესწრებოდა ჯვარცმას ღვთისმშობელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად, როცა სხვა მოწაფეები გაფანტულები იყვნენ. ღირსი შეიქმნა აღმდგარი მაცხოვრის ხილვის.

 

 

საეკლესიო გადმოცემის თანახმად მშვენიერი და მომხიბვლელი მარიამი (ებრაულად მარიამი ქალბატონს ნიშნავს), თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარების მიხედვით უფალმა მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა. ამის შემდეგ კი უფლის ერთგული მოწაფე გახდა. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი აღდგომის შემდეგ მარიამის ცხოვრების შესახებ, მაგრამ უეჭველია რომ ამაღლებამდეც უფლის გვერდით იქნებოდა.

 

 

როცა სულიწმინდით აღვსიმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და საქადაგებლად სხვადასხვა მხარეს წავიდნენ მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუს ეახლა, ძღვენი მიართვა და ახარა ქრისტეს აღდგომა.

 

 

მოციქულთასწორმა მარიამმა უფალს სული ეფესოში შეჰვედრა. მეცხრე საუკუნემდე წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში და წმინდა ლაზარეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს რომში გადაიტანეს და იოანე ლატერანის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი წმინდა ნაწილებისა საფრანგეთშია, მარსელის ახლოს მისივე სახელობის მონასტერში. წმინდანის მარჯვენა მტევანი კი ათონზე წინდა სიმონ–პეტრეს მონასტერშია დაბრძანებული.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

 

 

ასევე ნახეთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X