12:44 | 2020-08-19 ავტორი: ნინი ტაველიძე

Video: „მე შენგან ბავშვს ველოდები“ – ქორწილი ჩაშალა უცნობმა ქალმა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულადაა (აშშ)

Video: „მე შენგან ბავშვს ველოდები“ – ქორწილი ჩაშალა უცნობმა ქალმა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულადაა (აშშ)

საქორწილო ცერემონიალი მოულოდნელად უცნობდა სტუმარმა ჩაშალა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულად იყო. შემთხვევა დეტროიტში (აშშ) მოხდა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა -ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია
2020-06-01შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა -ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია

 

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ქორწილის ერთ-ერთმა სტუმარმა გავრცელდა. ვიდეოდან ჩანს, რომ ქალი ფიცის დადების დროს, სასიძოს უყვირის – „ანტონი! ისე ნუ იქცევი თითქოს არ მიცნობდე. ვიცი, რომ ჩემი გესმის. მე შენგან ბავშვს ველოდები“.

 

შექმნილი ვითარების მიუხედავად, მოძღვარი ფიცის ტექსტის კითხვას განაგრძობს. ამასობაში კი მდგომარეობიდან გამოსული პატარძლის ქალიშვილი არასასურველ სტუმარს თაიგულს ესვრის – „შენთვისვე აჯობებს დედაჩემის ქორწილიდან წახვიდე. რა გჭირს, რა დაგემართა“.

 

ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და მას ათასობით მომხმარებლის კომენტარი მოჰყვა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X