fbpx
23:37 | 2020-09-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

VIDEO: მე ამას შევძლებ! – გოგო, რომლის დაწვა შეყვარებულმა სცადა ვიდეოს აქვეყნებს

VIDEO: მე ამას შევძლებ! – გოგო, რომლის დაწვა შეყვარებულმა სცადა ვიდეოს აქვეყნებს

ახალგაზრდა გოგონა, რომლის დაწვა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ის ამჟამად, სახლში იმყოფება და ბინაზე მედიცინის მუშაკი საჭირო პროცედურებს უტარებს.

 

სევა შამუიანს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და რეაბილიტაციას ახლაც გასდის. მათ შორის, საუბარია კანის გადანერგვის პლასტიკურ ოპერაციაზე. ამ ყველაფერში სევას კლინიკის ვალი 20 000 ლარის ოდენობით დაუგროვდა.

 

გოგონა TikTok-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ის დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაადგილებას მალე შეძლებს. „მე ამას შევძლებ!” – წერს სოციალურ ქსელში.

 

იმის გამო, რომ სევას გაწეული მკურნალობისთვის საავადმყოფოს ვალი აქვს და სავარაუდოდ, მას რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხა კიდევ დასჭირდება, სოციალურ ქსელში მისთვის მომხმარებლები თანხას აგროვებენ. 

2020-09-01"ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და დაწვა

 

შეგახსენებთ, სასამართლომ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც სევა შამუიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შალვა გოგოლაძეს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

 

 

შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

@solnce77789

მე ამას შევძლებ 💪🏻 #რეაბელიტაცია #მეამასშევძლებ #foryou #ясмогу #реабелитация #врек

♬ оригинальный звук – ivetakochkonyan777

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X