20:38 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

სამხრეთ თურქეთში გაჩენილი ტყის მასიური ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 


ცეცხლმა ქალაქის ცენტრამდე მიაღწია, რის გამოც უამრავი შენობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

დახმარებისთვის ახლომდებარე პროვინციებიდან გადაუდებელი დახმარების ჯგუფები გამოიძახეს, ტყის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

აღსანიშნავია, რომ მანავგატი საკურორტო ქალაქ ანტალიიდან დაახლოებით 75 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!