16:40 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

VIDEO – ხანძრის გამო დედა იძულებული გახდა თავისი 2 შვილი მე-3 სართულის ფანჯრიდან გადაეგდო

VIDEO – ხანძრის გამო დედა იძულებული გახდა თავისი 2 შვილი მე-3 სართულის ფანჯრიდან გადაეგდო

ნოვოსიბირსკში სახლში გაჩენილი ხანძრის გამო, დედა იძულებული გახდა თავისი 2 შვილი მესამე სართულის ფანჯრიდან გადაეგდო, რათა ისინი როგორმე სიკვდილს გადაერჩინა.

 

5 შვილის დედამ აწამა და მოკლა მიბარებული ბავშვი - წამებაში უამრავი მოზარდი იყო ჩართული
2020-09-075 შვილის დედამ აწამა და მოკლა მიბარებული ბავშვი - წამებაში უამრავი მოზარდი იყო ჩართული

 

ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

ლუბოვ პავლუნინამ დილით 7 საათზე გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მის ბინას ცეცხლი ნელ-ნელა ეკიდებოდა. მან ყვირილი დაიწყო, რათა მეზობლებისთვის შეეტყობინებინა, რომ დახმარება სჭირდებოდა.

 

პავლუნინას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ორივე შვილი ფანჯრიდან გადაეგდო, რათა ისინი სიკვდილს როგორმე გადაერჩინა.

 

დაბლა მეზობლებმა დიდი საბანი გაშალეს, რათა როგორმე გადმოგდებული ბავშვები დაეჭირათ. ბავშვები 3 და 4 წლის იყვნენ. საბედნიეროდ, მეზობლებმა მათი დაჭერა მოახერხეს.

 

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უსწრაფესად გავრცელდა.

 

 

„როგორც კი გავაანალიზე რა ხდებოდა. მაშინვე ყვირილი დავიწყე. მეზობლებს დახმარებას ვთხოვდი. ერთადერთი ის მინდოდა, რომ ჩემი შვილები გადარჩენილიყვნენ. საბედნიეროდ, მეზობლებმა ჩემი ხმა გაიგეს, მათ დაბლა დიდი საბანი გაშალეს, რათა ბავშვები დაეჭირათ“,- ამბობს პავლუნინა.

 

მეზობლები გადარჩენაში პავლუნინასაც დაეხმარნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მეოთხე სართულიდან თოკი ჩამოუშვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +