fbpx
11:27 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

Video: „კანონიერმა ქურდმა“ ციხეში დიდი სუფრა გაშალა – ქეიფი და ალა პუგაჩოვას სიმღერა ციხეში

Video: „კანონიერმა ქურდმა“ ციხეში დიდი სუფრა გაშალა – ქეიფი და ალა პუგაჩოვას სიმღერა ციხეში

ყირგიზეთის მოსახლეობა შოკში ჩააგდო გუშინ, 11 ნოემბერს ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კამჩიბეკ კოლბაევია ასახული.

 

ვიდეოში ჩანს, რომ კომბაევს ციხეში უზარმაზარი სუფრა აქვს გაშლილი და სხვა პატიმრებთან ერთად ქეიფობს.

 

ერთ-ერთი პატიმარი კი „კანონიერ ქურდს“ და სხვებს ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერით – Миллион Алых Роз – ართობს.

 

 

კოლბაევი ბიშკეკში 2 ნოემბერს დააკავეს და სასჯელაღსრულების ამ, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან ითქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ავადმყოფობის გამო, სპეციალურ მოვლა-მეთვალყურეობას საჭიროებს, თუმცა გავრცელებულ ვიდეოში, კომბაევი საკმაოდ მხნედ გამოიყურება. გამოდის, რომ ხმები მისი ავადმყოფოების შესახებ გადაჭარბებულია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X