fbpx
11:50 | 2020-11-07 ავტორი: Prime Time

Video: „კანონიერი ქურდი“ ბუჩქებში იმალებოდა, როცა თავზე სპეცრაზმი დაადგა

Video: „კანონიერი ქურდი“ ბუჩქებში იმალებოდა, როცა თავზე სპეცრაზმი დაადგა

4 ნოემბერს ბელარუსში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ოლეგ გერასიმოვიჩი, მეტსახელად „მუმუ“ დააკავეს.

 

46 წლის გერასიმოვიჩი ქალაქ სლუცკში აიყვანეს. როგორც ჩანს, მან მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო და სახლის მახლობლად, ბუჩქებში დაიმალა, თუმცა „კანონიერ ქურდს“ სპეცრაზმი თავზე დააადგა და სწორედ ბუჩქებიდან აიყვანეს.

 

 

 

მას ბრალი ედება ერთ-ერთ კაზინოში მიმდინარე წლის 2 აპრილს მომხდარ თავდასხმაში, რა დროსაც 37 წლის ადგილობრივი კრიმინალური „ავტორიტეტი“, ვინმე მოროზიკი სასტიკად სცემეს და დაჭრეს. ითქვა, რომ ანგარიშსწორება კრიმინალური გავლენების გადანაწილებას უკავშირდებოდა. ამ საქმეზე ბელარუსი სამართალდამცველები კიდევ სამ პირს ეძებენ.

 

ოლეგ გერასიმოვიჩი კიდევ სამ ბელარუს კრიმინალთან ერთად „კანონიერ ქურდად“ დუბაიში, 2012 წელს „დაგვირგვინდა“. სხვებთან ერთად ის რამდენიმე ქართველმა „კანონიერმა ქურდმაც“ „აკურთხა“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X