01:33 | 2021-07-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

VIDEO: კადრებში ჩანს გაქცეული ადამიანები – რა ხდება თურქეთში, სადაც მასშტაბური ხანძარია

VIDEO: კადრებში ჩანს გაქცეული ადამიანები – რა ხდება თურქეთში, სადაც მასშტაბური ხანძარია

თურქეთში მასშტაბური ხანძარია – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როიტერის ცნობით, ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


ამ კვირაში თურქეთის ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 60 ტყის ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის 31 კერა ლიკვიდირებულია, კადრებში ჩანს გაქცეული ადამიანები და გადამწვარი შენობები. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ამ “თავდასხმების” წინააღმდეგ. ორი სასტუმრო მარმარისსა და ბოდრუმში ევაკუირებულია.

 

ამ ინფორმაციას ემიგრანტთა ჯგუფი „ემიგრანტის ჯგუფი ამერიკიდან“ ეხმაურება და თურქეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტი დამატებით, გაუხმაურებელ ცნობებზე წერს.

 

მისი ინფორმაციით, თურქეთში მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა, მაგრამ ამის შესახებ ცნობები არ საჯაროვდება, რათა თურქულმა მხარემ პანიკის გაღრმავება აიცილოს.

 

მისივე ცნობით, რეგიონში, სადაც ხანძარი მძვინვარებს ქართველი ემიგრანტებიც მრავლად არიან.

 

„თურქეთის ტერიტორიაზე ბევრ რაიონში ხანძარია. განაკუთრებით ტურისტულ ადგილებში. მარმარისის-ანტალიის-ალანია-მანავგატის ტერიტორიებზე. ცდილობდა ხელისუფლება დამალვას, ფბ.ფოტო-ვიდეოების გაზიარება დაბლოკა თურქეთმა, რათა პანიკა არ აწეულიყო ტურისტებში, მაგრამ ვეღარ გაუმკლავდნენ რადგანაც ხანძარი ბევრ რაიონში დაფიქსირდა საკმაოდ დიდი. იწვის ტყეები, სახლები, ფერმები, მეურნეობა…

 

ტერიტორიები ძირითადად ტურისტული და სამეურნეო… მოსალოდნელია ამ ყველაფრის მერე პროდუქტის გაძვირებაც… ეს არ არის უბრალოდ გაჩენილი ხანძარი, როგორც ცდილობდნენ თქმას…ტერორისტული აქტები მოხდა ამ ტერიტორიებზე… ჩვენი ქართველებიც ბევრია მაგ ტერიტორიაზე. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს.

 

ძალიან ვწუხვარ ასეთი ლამაზი კუთხის განადგურებას…  (მაქ მოსახლეობა ძირითადად გაჭირვებულები გლეხი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც თავს ირჩენენ მოსავლით და ტურისტებით) იმედია ქართული მხარეც გაუწევს დახმარებას…

 

P.S. გუშინდელი მონაცემებით, დაიწვა 18 სოფელი, დაღუპულია 3, დაშავებული – 122.

 

მანავგატის ტერიტორიაზე მუშაობს 1 თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი, 190 სარწყავი მანქანა, 30 ტრაქტორი, 960 ადამიანი, 30 სახანძრო მანქანა, 13 სასწრაფო მანქანა და კიდევ რუსეთმა გაგზავნა სამი სახანძრო თვითმფრინავი B-200.“ – წერს ჯგუფის მომხმარებელი.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!